როგორ შეაფასებდით კარტრიჯების ხარისხს

როგორ შეაფასებდით პრინტერების სერვისს

როგორ შეაფასებდით მენეჯერის პროფესიონალიზმს?

ეს ინფორმაცია საჭიროა რათა სისტემამ არ დაუშვას არასანქცირებული წვდომა საიტთან.

საოფისე ტექნიკის სერვისი

საოფისე ტექნიკის სერვისი

Myoffice-ი სთავაზობს თავის კლიენტებს საოფისე ტექნიკის სრულ სერვისს, დაწყებული რეგულარული ტექნიკური სერვისით დამთავრებული საოფისე ტექნიკის ურთულესი რემონტით.

Myoffice-თან თანამშროლობით, ჩვენი კლიენტები მიიღებენ რამოდენიმე უპირატესობას:

კომპანია Myoffice უზრუნველყოფს საოფისე ტექნიკის ტრანსპორტირებას კლიენტისგან სერვის-ცენტრამდე და პირიქით, დამატებითი გადასახადის გარეშე.

იმ შემთხვევაში თუ დეფექტის აღმოსაფქრველად დასჭირდება უფრო მეტი დრო, და ეს დაკავშირებულია სათადარიგო ნაწილის მწარმოებლისგან შეკვეთასთან, ჩვენ გთავაზობთ დაზიანებული მოწყობილობის (პრინტერის) შეცვლას სხვა მასთან გათანაბრებულ პრინტერზე, დეფექტის აღმოფქრვამდე დამატებითი გადასახადის გარეშე.

ჩვენ გთავაზობთ გარანტიას Myoffice-ში შეძენილ ტექნიკაზე. ამასთან ერთად, საგარანტიო დროის დასრულების თანავე ჩვენ მზად ვართ გარანტიის შემდგომ გავაგრძელოთ მომსახურეობა, რაც იმის დამადასტურებელია , რომ ჩვენი კლიენტების საოფისე ტექნიკა მუდამ უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.

იმ კომპანიის არჩევა, რომელსაც შეგიძლიათ ანდოთ თქვენი საბეჭდი მოწყობილობა იმის გააზრებით რომ მისი შეკეთება არ დააყოვნებს, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ თქვენი ტექნიკის გამართვა, რომ შეასრულოთ თქვენი საქმეები, არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და ჩვენი ხელოსნების რესურსი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხარისხს და სწრაფ სერვისს, რომ დარწმუნდეთ ზემოთ მოცემულ სიტყვებში, გთავაზობთ Myoffice-ის სერვისს მომსახურეობის აღწერას.

კლიენტისგან შეკვეთის მიღების თანავე(ტელეფონით ან Online Myoffice-ის მეშვეობით) მოწყობილობა/დანადგარის შეკეთებაზე ან პროფილაკტიკურ შემოწმებაზე, სისტემა ქმნის სერვის შეკვეთას და სამუშაო დავალებას ხელოსნისთვის, სადაც იქნება მითითებული კლიენტის შენიშვნები დეფექტის თაობაზე და სხვა აქტუალური ინფორმაცია.

ხელოსანი, რომელიც მიიღებს შეკვეთას, დააკომპლექტებული საჭირო ნაწილებით, გაემგზავრება კლიენტთან;

ჩვენს კომპანიაში შემოსულ საოფისე ტექნიკას ენიჭება უნიკალური საინდეტიფიკაციო ნომერი (ID), რომელიც იბეჭდწბა სპეციალურ მყარ წებოვან ქაღალდზე, და შემდგომ ეკრობა მოცემულ საოფისე ტექნიკას. აქედან იწყება თქვენი მოწყობილობა/დანადგარის ისტორია, რომელშიც მოცემული იქნება ყველა ის ცვლილება რაც მას შეეხება. თუ თქვენ ბრძანდებით Myoffice Online-ის მომხმარებელი, თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოდ თქვენი მოწყობილობის ისტორიას სპეციალური ID ნომერის შეყვანით სერვის ისტორიის გრაფაში. ჩვენთან ხელმეორედ შემოსულ მოწყობილობა/დანადგარის ინფორმაცია ფიქსირდება ID ნომრის მეშვეობით;

ხელოსანი მხოლოდ მაშინ იწყებს მუშაობას მოწყობილობა/დანადგარზე, როცა შესრულდება მისი დეფექტის დადგენა და კლიენტთან მოხდება კონსულტაცია სარემონტო საჭირეობის თაობაზე. მობილური ონლინ მოწყობილობების მეშვეობით, კლიენტთან მყოფ ხელოსანს ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია მოცემულ მოწყობილობა/დანადგერზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, და აგრეთვე ამავე დანადგარზე საწყობში არსებული სათადარიგო ნაწილების რეზერვის ინფორმაციაც.

რემონტის დასრულების თანავე, ხელოსანი შეიყვანს მოწყობილობა/დანადგარის ID-ის სისტემაში, უთითებს შეცვლილი ნაწილების ინფორმაციას, აკეთებს დამატებით მითითებებს შეკვეთის დასრულების თაობაზე დაბოლოს იხურება შეკვეთის სერვის ისტორია.

ჩვენ გთავაზობთ საოფისე ტექნიკის ტექმომსახურეობას როგორც გამოძახებით, ისე მუდმივ ბაზაზე გაფორმებულ ხელშეკრულების ნიადაგზე. ხელშეკრულების თანახმა, ჩვენი ხელოსანი მიბრძანდება კლიენტთან, რომ უზრუნველყოს მოწყობილობა/დანადგარების დროული და სტაბილურისერვისი. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მომსახურეობა ეხება ლაზერულ და ჭავლურ პრინტერებს, ფაქსებს და ქსეროქსებს. ხელშეკრულების გაფორმების წინ, ჩვენ გთავაზობთ თქვენი მოწყობილობა/დანადგარების უფასო დიაგნოსტიკას, რომ დავადგინოდ და შევაფასოდ მათი მდგომარეობა. ამის შემდეგ კლიენტებთან მომსახურე მენეჯერი შემოგთავაზებთ ხელშეკრულებისთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს. თქვენი საოფისე ტექნიკა მუდმივად გამართულ მდგიომარეობაში იქნება!