როგორ შეაფასებდით კარტრიჯების ხარისხს

როგორ შეაფასებდით პრინტერების სერვისს

როგორ შეაფასებდით მენეჯერის პროფესიონალიზმს?

ეს ინფორმაცია საჭიროა რათა სისტემამ არ დაუშვას არასანქცირებული წვდომა საიტთან.

კარტრიჯების შევსება/აღდგენა

Myoffice-ის სერვისში კარტრიჯის დატენვის პროცესი

ახალი კარტრიჯების შეძენა აუცილებელია, მაგრამ ახალი კარტრიჯების მუდმივი შეძენა ძალიან ძვირი ჯდება. Myoffice-ი თავის კლიენტებს სთავაზობს მომსახურეობას კარტრიჯების დატენვასა და მათ განახლებას აპარატურული მეთოდით. არც ისე ადვილია კარტრიჯის ხარისხიანი დატენვა და აღგდგენა, ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და უნარი. არასასურველ პირობებში კარტრიჯების დატენვა, კერძოდ არასწორი სამუშაო იარეღებით მათი დამზადება, აგრეთვე არასაკმარისი გამოცდიოლება, იწვევს შემდგომ კარტრიჯის შეფერხებულ მუშაობას, რაც აისახება თითოეულ ნაბეჭდ გვერდზე და საბოლოოდ გამოიწვევს თქვენი პრინტერის დაზიანებას.

ჩვენ გთავაზობთ Myoffice-ში კარტრიჯების დატენვის პროცესს, იმისთვის რომ დარწმუნდეთ ხარისხიან მომსახურეობაში.

როდესაც კარტრიჯი შემოდის ჩვენს ოფისში, Myoffice-ის შეკვეთების კოორდინატორს შეჰყავს ის სისტემაში. კარტრიჯის ჩვენს სისტემაში გამოჩენის თანავე ენიჭება უნიკალური სერიული ნომერი, რომელიც იბეჭდება მყარ წებოვან ქაღალდზე და ხდება კარტრიჯის განუყოფელი ნაწილი. აქედენ იწყება თქვენი კარტრიჯის ისტორია, რაც შემდგომში მოგვცემს ამა თუ იმ კარტრიჯთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა რიცხვებში შემოდიოდა სერვისში
  • რა მომსახურება გაეწია
  • რა დეტალები შეეცვალა
  • რომელმა ხელოსანმა შეაკეთა
  • რა წონით გავიდა სერვისიდან

თუ თქვენ ბრძანდებით ჩვენი სერვისის ონლაინ მომხმარებელი, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს კარტრიჯთან დაკავშირებულ ყველანაირ ცვლილებას მათი სერიული ნომრის პროგრამაში შეყვანის მომენტიდან. ხელმეორედ შემოსული კარტრიჯი მოწმდება ს/ნ.-ის მეშვეობით, რაც ზეგავლენას ახდენს ხელოსნის გადაწყვეტილებაზე თუ რა დეტალი შეცვალოს მიმდინარე დატენვის დროს.

ხელოსანი, რომელმაც მიიღო შეკვეთა სისტემიდან, იღებს დავალებას ამობეჭდილი სიის სახით, სადაც ს/ნ-ის მეშვეობით მითითებულია კარტრიჯების რაოდენიბა და კურიერის მიერ გადაცემული კარტრიჯებთან დაკავშირებული შენიშვნები. თავიდანვე ხელოსანი აკეთებს კარტრიჯების დიაგნოსტიკას, რის შედეგადაც წყდება თუ რომელი დეტალები შეიცვლება ამა თუ იმ კარტრიჯზე.

შემდგომ, საწყობში საჭირო დეტალების კომპლექტაცია მოხდება. საწყობის მენეჯერს გამოაქვს ყველა საჭირო დეტალი, რომლებიც მონიშნული იქნებოდა დიაგნოსტიკის შედეგათ. ეს პროცედურა გვეხმარება სრული სიზუსტით მოხდეს შეცვლილი დეტალების ასახვა თითოეული კარტრიჯის ისტორიაში.

ხელოსანი შლის კარტრიჯს, ასუფთავებს სპეციალური სერთიფიცირებული დანადგარის მეშვეობით, უცვლის საჭირო დეტალებს და ავსებს კარტრიჯს შესაბამისი ტონერით სპეციალური დამაფასოებელი დანადგარის მეშვეობით, რომელიც არის კომპანია Myoffice-ში, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ნებისმიერ ჩვენთან დატენილ კარტრიჯში ტონერის რაოდენობა მაქსიმალურად შეესაბამება ორიგინალ კარტრიჯებში ტონერის რაოდენობის სტანდარტებს. უამრავ სხვა კარტრიჯებში ჩვენ შეგნებულად ტონერის უფრო მეტ და ზომიერ რაოდენიობას ვითვალისწინებთ, ვიდრე მასში ორიგინალ მწარმოებელს აქვს გათვალისწინებული, რაც შემდგომში უფრო მეტის ამობეჭდვის საშუალებას იძლევა, კარტრიჯზე მდგომი ჩიპის რესურსის ამოწურვამდე.


მწარმოებლისგან, ტონერს დიდი დაფასოების ყუთებით ვიძენთ. ყოველ კარტრიჯს თავისი განსაკუთრებული ტონერის რაოდენობა ესაჭიროება. კარტრიჯის დატენვისას, დამაფასოებელი დანადგარი ზუსტად ითვალისწინებს სხვადასხვა კარტრიჯში ტონერის წონის სხავდასხვა რაოდენობას, რაც იყრება სპეციალურ ქილებში, რომელსაც შემდგომში კოდი, დასახელება, სერია და წონის ინფორმაცია თან ახლავს.

საბოლოოდ, ხდება კარტრიჯის აწყობა. ხელოსანი ახდენს საბოლოო დიაგნოსტირებას შესაბამის პრინტერზე და თუ შედეგი მისარებია ხურავს შეკვეთას, რის შემდეგაც კარტრიჯს გადასცემს დაფასოების უწყებას.

კარტრიჯის დაფასოების უწყებაში ხდება მისი სრულყოფილი გაწმენდა, და სპეციალური სასწორით აწონვა, რომ დავადგინით საბოლოო წონა. საბოლოოდ, კარტრიჯზე ეკრობა სპეციალური მისაკრობი, Myoffice-ის ხარისხის კონტროლის და კოდირების დასტურის ნიშანი.

შემდგომ კარტრიჯი იფუთება სპეციალურ დარტყაგამძლე და წყალგაუმტარ შეფუთვაში (airbag), რაც გათვალისწინებულია ორიგინალ მწარმოებლების მიერ. ეს კარტრიჯი იდება მუყაოს ყუთში, სადაც მითითებულია ს/ნ და დატენვის თარიღი.

და ბოლოს, კარტრიჯი მზადაა კლიენტთან მისატანად.