როგორ შეაფასებდით კარტრიჯების ხარისხს

როგორ შეაფასებდით პრინტერების სერვისს

როგორ შეაფასებდით მენეჯერის პროფესიონალიზმს?

ეს ინფორმაცია საჭიროა რათა სისტემამ არ დაუშვას არასანქცირებული წვდომა საიტთან.

საგარანტიო პირობები

საგარანტიო ბარათი დამუხტულ ან აღდგენილ კარტრიჯზე

  1. შ.პ.ს „ჩემი ოფისი“ გარანტიას გაძლევთ, რომ დამუხტული ან აღდგენილი კარტრიჯი, მისი სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში არ მიაყენებს ზიანს ნებისმიერ ისეთ ლაზერულ პრინტერს ან ასლის გადამღებ აპარატს, რომლისთვისაც არის განკუთვნილი აღნიშნული კარტრიჯი;
  2. „ჩემი ოფისი“ გარანტიას გაძლევთ, რომ კარტრიჯი იმუხტება ტონერის იმ რაოდენობით, რომელიც არანაკლებია ტონერის რაოდენობაზე, რომელიც დამზადებულია ორიგინალი მწარმოებლის მიერ, რაც ნიშნავს რომ ამონაბეჭდი ფურცლის რაოდენობა იქნება არანაკლები ორიგინალი მწარმოებლის კარტრიჯის გამოყენებისას დაბეჭდილი რაოდენობისა. ტონერის რაოდენობის ასეთ კონტროლს უზრუნველყოფს ტონერის დამფასოებელი სერტიფიცირებული აპარატი. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამაში, ჩაიწერეთ საბეჭდი მოწყობილობის მრიცხველის მაჩვენებელი.გაითვალისწინეთ, რომ კარტრიჯის ტონერისაგან დაცლა დამოკიდებულია ამონაბეჭდი ფურცლის გამოსახულებით დაფარვაზე, რაც უფრო მეტია ფურცლის დაფარვა, მით მეტია ტონერის ხარჯი. ორიგინალი მწარმოებლის მიერ ამონაბეჭდი ფურცლების რაოდენობა ერთი კარტრიჯისთვის, გათვლილია იმის გათვალისწინებით, რომ ამონაბეჭდი ფურცლის დაფარვა გამოსახულებით არ აღემატება 5%-ს.
  3. „ჩემი ოფისი“ გარანტიას გაძლევთ ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე, რომლის მიზეზიც დამუხტული კარტრიჯი გახდება.
  4. „ჩემი ოფისი“ გარანტიას გაძლევთ შეცვალოს დამუხტული კარტრიჯი სხვა ანალოგიური საქონლით იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აკმაყოფილებს ხარისხი დამუხტული ან აღდგენილი კარტრიჯის. გარანტია ვრცელდება დეტალებზე, რომელიც შეიცვალა კარტრიჯის აღდგენის პროცესში და არ ვრცელდება კარტრიჯის სხვა დანარჩენ დეტალებზე, რომელიც ექვემდებარება ცვეთას.
  5. „ჩემი ოფისი“ ადასტურებს, რომ კარტრიჯის დამუხტვისათვის ან აღდგენისათვის გამოყენებულია ხარისხიანი მასალები, რომელიც შეესაბამება დამუხტული კარტრიჯის სახეობას.
  6. „ჩემი ოფისი“ ადასტურებს, რომ კარტრიჯის დამუხტვა ან აღდგენა შესრულებულია პროფესიონალურად, შესაბამისი ტექნიკური ნორმების დაცვით.
  7. „ჩემი ოფისის“ გარანტია მოქმედებს თუ მომხმარებელი დაუყოვნებლივ აცნობებს დამუხტული კარტრიჯის ამონაბეჭდი ფურცლის არადამაკმაყოფილებელი ხარისხის შესახებ და წყვეტს კარტრიჯის შემდგომ გამოყენებას.
  8. გარანტია დამუხტვაზე ან აღდგენაზე „ჩემი ოფისის“ კარტრიჯებზე მოქმედებს თუ დაცულ იქნა მე-10 პუნქტში მოყვანილი ნამდვილი საგარანტიო ბარათის პირობები. (ტრანსპორტირების წესები, შენახვა და კარტრიჯის ექსპლუატაცია) შემდეგი საგარანტიო ვადებით:
    1. შავ-თეთრი ბეჭდვის კარტრიჯებისათვის 12 თვე მომსახურების მიღებიდან;(თუ კარტრიჯი არ იქნა გამოყენებული)
    2. ფერადი ბეჭდვის კარტრიჯებისათვის 6 თვე დამუხტვის ან აღდგენის მომსახურების მიღებიდან;(თუ კარტრიჯი არ იქნა გამოყენებული)
    3. დამუხტული ჭავლური კარტრიჯისატვის 1 თვე მომსახურების მიღებიდან;(თუ კარტრიჯი არ იქნა გამოყენებული).
  9. გარანტია ჩემი ოფისის დამუხტულ ან აღდგენილ კარტრიჯზე არ მოქმედებს თუ იგი შეაკეთა ან დაშალა მომხმარებელმა ან/და სხვა მესამე პირმა.
  10. კარტრიჯის შენახვის, ტრანსპორტირების და ექსპლუატაციის წესები:

10.1 კარტრიჯის ტრანსპორტირებისას და შენახვისას დაიცავით მისი განლაგების მიმართულება, რომელიც მითითებულია, დამუხტული ან აღდგენილი კარტრიჯის მუყაოს შეფუთვაზე;

10.2 შესანახი ტემპერატურის დიაპაზონი 5-35oC -მდე;

10.3 შენახვის ტენიანობის დიაპაზონი 35-85%-მდე, იმის გათვალისწინებით, რომ კარტრიჯის დარტყმაგამძლე და ტენგამძლე შეფუთვა (airbag) არ არის გახსნილი;

10.4 ნუ შეინახავთ კარტრიჯს ისეთ ადგილას, რომელიც ექვემდებარება მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას;

10.5 ამოიღეთ კარტრიჯი დარტყმაგამძლე და ტენგამძლე შეფუთვიდან (airbag) მხოლოდ პრინტერში განთავსების წინ;

10.6 თუ კარტრიჯი ამოღებულია პრინტერიდან, მისი დაცულად შენახვისათვის ან ტრანსპორტირებისათვის მიამაგრეთ დამცავი საფარი და მოათავსეთ დარტყმაგამძლე და ტენგამძლე შეფუთვაში(airbag). ნუ შეინახავთ კარტრიჯს ვერტიკალურ მდგომარეობაში და ნუ შეანჯღრევთ მას. შეინახეთ კარტრიჯი იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იმყოფება პრინტერში.

10.7 ნუ დაუშვებთ კარტრიჯის მექანიკურ დაზიანებას და დაზიანებული კარტრიჯის გამოყენებას, მსგავს მექანიკურ დაზიანებაზე ან/და დარტყმა დაქვემდებარებულ კარტრიჯზე გარანტია არ ვრცელდება;

11. სასარგებლო რჩევები მომხმარებელთათვის (რჩევები ეხება, როგორც დამუხტულ, აღდგენილ ასევე ორიგინალ კარტრიჯებს);

11.1 თუ კარტრიჯი არის სიცივეში ნუ გამოიყენებთ მას სანამ ის არ გათბება ოთახის ტემპერატურამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამონაბეჭდი შეიძლება იყოს უხარისხო;

11.2 სასურველია კარტრიჯი ინახებოდეს შეფუთვაში მშრალ და ბნელ ადგილას. კარტრიჯის გათბობის გარეშე სივრცეში შენახვისას ამონაბეჭდი ფურცლის ხარისხი შესაძლოა გაუარესდეს;

11.3 ჭავლური კარტრიჯის დამუხტვა სასურველია განხორციელდეს კარტრიჯის დაცლისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში კარტრიჯის დამუხტვა იქნება შეუძლებელი;

11.4. უხარისხო საოფისე ქაღალდის გამოყენების შემთხვევაში, კარტრიჯის და პრინტერის დეტალები სწრაფად ცვდება;

11.5 იმისათვის, რომ თქვენმა პრინტერმა და მასში გამოყენებულმა კარტრიჯმა იმსახუროს სრულყოფილად და ხარისხიანად გირჩევთ რეგულარულად გაატაროთ საბეჭდი ტექნიკა, სერვის შემოწმებაზე.